დორიული კილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:37, 10 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დორიული კილო – მელოდიური კილო აგებული ფორმულით: ტონი-ნახევარი ტონი-ტონი-ტონი-ტონი-ნახევარი ტონი-ტონი. დორიული კილოს ბგერათა რიგი განსხვავდება ნატურალური მინორის ბგერათა რიგისაგან უფრო მაღალი VI საფეხურით, რომელიც ტონიკასთან ქმნის არა პატარა, არამედ დიდ, ე. წ. „დორიულ სექსტას“.