ხელოვნების სახეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:38, 11 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხელოვნების სახეები – ხელოვნების ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე ფორმებია: არქიტექტურა, ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ქორეოგრაფია (ცეკვის ხელოვნება), ლიტერატურა, თეატრი, კინო. ხელოვნების სახეთა თავისებურებანი განისაზღვრება მათი ასახვის საგანთა სპეციფიკით, სინამდვილის აღქმის ხერხებით და მხატვრული ამოცანებით.