ზაკომარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:56, 12 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზაკომარა – შენობის გარეთა კედლის ნახევარწრიული ან მუზარადისებრი დაგვირგვინება (უმეტესად ძველრუსულ არქიტექტურაში), რომელიც ჩვეულებრივ შეესაბამება (იმეორებს) კამაროვანი გადახურვის ფორმასა და მოხაზულობას. გარდა კონსტრუქციული ხასიათის ზაკომარისა, რუსულ არქიტექტურაში გამოიყენებოდა დეკორატიული ზაკომარა (ე. წ. კოკოშნიკი).