ზაკომარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზაკომარა – შენობის გარეთა კედლის ნახევარწრიული ან მუზარადისებრი დაგვირგვინება (უმეტესად ძველრუსულ არქიტექტურაში), რომელიც ჩვეულებრივ შეესაბამება (იმეორებს) კამაროვანი გადახურვის ფორმასა და მოხაზულობას. გარდა კონსტრუქციული ხასიათის ზაკომარისა, რუსულ არქიტექტურაში გამოიყენებოდა დეკორატიული ზაკომარა (ე. წ. კოკოშნიკი).