კოკოშნიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოკოშნიკი − (რუს. кокошник < кокошь ქათამი; მამალი), რუსულ არქიტექტურაში ნაგებობის ფასადის ნახევარწრიული ან კილისებრი (გემის ხერხემალი) ფორმის დეკორატიული ელემენტი, რომელიც ფაქტობრივად ზაკომარას იმიტაციაა (ცრუ ზაკომარა) და მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს. კოკოშნიკი აგვირგვინებს კედლის ზედა ნაწილს, გუმბათის ყელს; ზოგჯერ თანდათან შემცირებულ იარუსებადაა განლაგებული. კოკოშნიკი პირველად გვხვდება ქ. კოლომნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში (აგებულია 1379–1382 წწ.); შესამჩნევად გავრცელდა XVI-XVII საუკუნეებში, განსაკუთრებით საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ეტიმოლოგიურად ტერმინი უკავშირდება ტრადიციულ რუსულ თავსამკაულს – კოკოშნიკს.