გინიოლი (თოჯინა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 15 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გინიოლი — (ფრანგ. guignol), ფრანგული თოჯინების თეატრის პერსონაჟი. მიეკუთვნება ე. წ. „ხელით სათამაშო“, ანუ „თეჯირსზედა“ თოჯინების სახეობას. გინიოლის სახე ისევე ტრადიციული და პოპულარული გახდა საფრანგეთში, როგორც პეტრუშკა რუსეთში, განსვურსტი და კაშპერლი გერმანიაში, კაშპარეკი ჩეხეთში, პანჩი ინგლისში.