ოქროს კვეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:17, 22 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოქროს კვეთი – AC მონაკვეთის გაყოფა ორ ნაწილად იმდაგვარად, რომ მთელი მონაკვეთი AC ისე შეეფარდება დიდ ნაწილს AB, როგორც AB მცირე ნაწილს BC-ს. AC : AB=AB : BC პროპორციული შეფარდება, რომელსაც იყენებენ ხელოვნებაში, კერძოდ ხუროთმოძღვრებაში. განსაკუთრებით იყო გავრცელებული კლასიკურ საბერძნეთსა და რენესანსის ეპოქაში.