კავატინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კავატინა - (იტალ. cavatina), ლირიკული ხასიათის არია ოპერასა და ორატორიაში.
კავატინა არიისაგან განსხვავდება მეტი უბრალოებით, მელოდიის მღერადობითა და მასშტაბის სიმცირით. XIX ს. I ნახევარში კავატინას უწოდებდნენ პრიმადონას ან პრემიერის გამოსასვლელ არიას, XIX ს. II ნახევრიდან კი მცირე ზომის მღერადი ხასიათის საკრავიერ პიესასაც.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი