კამერული ანსამბლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:22, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კამერული ანსამბლი - ერთიან მხატვრულ კოლექტივში თავმოყრილი შემსრულებლების ჯგუფი, რომელიც ასრულებს კამერულ მუსიკას. ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობაა – სიმებიანი კვარტეტი. კამერულ ანსამბლს უწოდებენ აგრეთვე შემსრულებელთა მცირე შემადგენლობისათვის (ინსტრუმენტალისტების ან ვოკალისტებისათვის) დაწერილ ნაწარმოებებს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი