კარიატიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:47, 27 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარიატიდები – (ბერძნ.) ქალთა სკულპტურული გამოსახულებები, რომელიც ასრულებს შენობის კოჭების საყრდენ (ბოძის, სვეტის) კოლონის ფუნქციას. საბერძნეთის უძველესი კარიატიდა ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება. აღმატებულად სახელგანთქმული კარიატიდები ათენის აკროპოლისზე მდებარე ერეხთეონის ტაძარს ამშვენებდნენ.