კვადროფონიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 1 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვადროფონიკა – (ლათ. quattuor - ოთხი და ბერძ. φωνή - ბგერა), ბგერის ტექნიკური ჩაწერა და წარმოქმნა, რომლის დროსაც ჟღერადობის წყაროები – დინამიკები განლაგებულია ოთხ კუთხეში, ხოლო მსმენელი თითქოს ორკესტრის შუაგულშია მოთავსებული. ჟღერადობის კვადროფონული სისტემის დროს ირღვევა მსმენელის და ორკესტრის ბუნებრივი ურთიერთობა. საკონცერტო დარბაზში ორკესტრი ზის სახით მსმენელებისაკენ. სწორედ ამ ფრონტალურ ბგერას წარმოქმნიან შესაბამისი სტერეოსკოპული სისტემები. ბგერის წარმოქმნის 4-არხიანი სისტემა შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ სტუდიის პირობებში.