სეკვენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 14 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეკვენცია — თანამედროვე მნიშვნელობით ამა თუ იმ მელოდიური ან ჰარმონიული საქცევის განმეორება ერთდაიმავე ხმებში სხვადასხვა ახალ სიმაღლეზე.

ჯაზიაკორდულ და მელოდიურ სეკვენციებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ჯაზური თემების ფორმირებაში. სეკვენციები წარმოადგენენ ჰარმონიულ ან მელოდიურ საქცევებს, რომლებიც მისდევენ ერთმანეთს ყოველთვის ახალი საფეხურიდან. სეკვენციები ორი სახისაა:

  1. ტონალური ანუ დიატონური სეკვენციები — როდესაც საქცევი მოძრაობს - ტონალობის საფეხურებზე. ამ დროს აკორდების ინტერვალური შემადგენლობა იცვლება.
  2. მთელტონიანი სეკვენციები, როდესაც ჰარმონიული საქცევი სამჯერ ან მეტად მოძრაობს მთელი ტონით ქვემოთ. ხშირად ფრაზა მთავრდება დამატებითი დადაბლებით ნახევარი ტონით. აკორდის ინტერვალური შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები