ანსამბლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 14 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანსამბლი - (ფრ. ensemble - ერთად)
- სათეატრო ხელოვნებაში — მსახიობთა მწყობრი და შეთანხმებული თამაში, რომელიც საჭიროა სცენური ნაწარმოების ჩანაფიქრის გასახსნელად, სპექტაკლის სტილური ერთიანობის განსახორციელებლად.
- მუსიკაში — რამდენიმე შემსრულების მიერ მუსიკალური ნაწარმოების ერთობლივი შესრულემა. იგი შეიძლება იყოს კამერული, საოპერო, საოპერეტო. გვხვდება აგრეთვე ორატორიებსა და კანტატებში. გავრცელებული ანსამბლებია: დუეტი, ტრიო ან ტერცეტი, კვარტეტი, კვინტეტი, სექსტეტი, სეპტეტი, ოქტეტი, ნონეტი და სხვ.
წყარო
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი