სერპენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 15 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სერპენტი — (ფრანგ.serpent გველი), ტყავგადაკრული ხის ან ლითონის ჩასაბერი სამუსიკო საკრავი. კლაკნილი კონუსური მილი თანდათან გაფართოებულია ბოლოსკენ (ძაბრისებური ყელბუკის გარეშე), ზედა ბოლოში იდგმებოდა თითბრის მილაკი „სატუჩით“. ნოტირებული იყო ბანის გასაღებში. დიაპაზონი კონტროქტავის „ლა“-დან I ოქტავის „სი ბემოლამდე“ ვრცელდებოდა. გამოიგონეს XVI ს. ბოლოს, გავრცელებული იყო საფრანგეთში, საეკლესიო და სამხედრო მუსიკაში. XIX ს. გამოვიდა ხმარებიდან.