გიაუროვი ნიკოლაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 17 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიკოლაი გიაუროვი -(13. IX. 1929, ველინგრადი 2. VI 2004, მოდენა, იტალია), ბულგარელი მომღერალი (ბანი) ბულგარეთის სრ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა სოფიის კონსერვატორიაში.
1955 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1955-იდან იყო სოფიის ოპერის სოლისტი. 1955-57 მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟიორი, ხოლო 1957-58 მისი სოლისტი. 1960-იდან გიაუროვი „ლა სკალას“ (მილანი) თეატრის სოლისტი. პარტიები: დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), პიმენი და ვარლაამი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), დალანდი (ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“), ფილიპი (ვერდის „დონ კარლოსი“). გასტროლებს მართავდა უცხოეთის ქვეყნებში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი