სმენით-მხედველობითი პოლიფონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:59, 20 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სმენით-მხედველობითი (შუქ-ბგეროვანი) პოლიფონია — სმენით-მხედველობითი სინთეზის ფორმა (კინემატოგრაფიაში, შუქურ მუსიკაში); უზრუნველყოფს ორიგინალური სინთეზური ნაწარმოებების შექმნას თანასწორუფლებიანი და დამოუკიდებელი განვითარების მქონე სინთეზირებული ელემენტებით, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის სიახლოვისა და კონტრასტულობის დამოკიდებულებაში იმყოფებიან.