აგეგმვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:33, 25 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგეგმვა – განსაზღვრული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკის ან გეგმის შედგენა მანძილების, სიმაღლეების, კუთხეების გაზომვით. მის საწარმოებლად გამოიყენება გეოდეზიური ხელსაწყოები, აგრეთვე ფოტო, კინო, აერო, მრავალზონური და სხვა სახის გადაღებები. არსებობს აგეგმვის სახეები: ადგილმდებარეობის, გეოდეზიური, გეოლოგიური, თვალზომითი, ინსტრუმენტული, მარკშაიდერული, პოლიგონური, ტაქეომეტრიული, ტოპოგრაფიული, შვეული, ჰორიზონტალური და სხვ.