აგეგმვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგეგმვა – (survey, surveying), საველე და კამერალურ სამუშაოთა ერთობლიობა. განასხვავებენ დედამიწის ზედაპირის, წიაღის და აეროაგეგმვას. დედამიწის ზედაპირზე შესრულებულ აგეგმვას უწოდებენ ტოპოგრაფიულს. იგი არის ინსტრუმენტული, ნახევრად ინსტრუმენტული და თვალზომითი (მენზულური, ტაქეომეტრიული, ფოტოთეოდოლიტური, GPS-ით და ლაზერული). თუ აგეგმვა სპეციალური სამეცნიერო დარგებისათვის ტარდება, იგი იღებს შესაბამის სახელწოდებას – გეოლოგიური, გეოფიზიკური, საგზაო, სატყეო და სხვა აგეგმვები. აგეგმვის შედეგად იქმნება ადგილის გეგმა, რომელიც ტოპოგრაფიულია ან თემატური.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები