აგლომერატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:54, 25 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურ. 1 აგლომერატი

აგლომერატი — (ლათ. Agglomerātus < agglomerāre აჩხორვა, შეერთება<glomerāre ბურთივით დაგორგვლა < glomus ბურთი; ძაფის ბურთი)

მეტალურგიაში

მცირე ზომის ნატეხების გროვა, ძირითადად გამდიდრებული მადნის კონცენტრატი;

პეტროგრაფიაში

ვულკანური სამთო ქანი, რომელიც შედგება ერთმანეთთან ბუნებრივად შეერთებული (შეცხობილი) მსხვილი ფრაგმენტებისაგან. აგლომერატებს მიეკუთვნება ტუფი, ბრეკჩია (სურ. 1), ქვიშაქვა და სხვ.

არსებობს აგლომერატის სახეები: არადაფლუსებული, დაფლუსებული, დოლომიტიანი, თვითდნობადი, მანგანუმიანი, მანგანუმის, მაღალდაფლუსებული, მეტალიზებული, მცირედ დაფლიუსებული, ჟანგეულის, რკინამანგანუმიანი, რკინის მადნის, სტაბილიზებული, ფაიალიტიანი, ფოსფოროვანი, ქრომიტებიანი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები