ძველბერძნული კილოები (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:47, 9 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძველბერძნული კილოები – ძველი ბერძნული მუსიკის კილოები. ყოველი კილოს ბგერათა რიგი შედგებოდა 2 ტეტრაქორდისაგან, რომლებიც განსხვავდებოდნენ ნახევარი ტონის მდებარეობით ყოველ კილოში ძირითადი ძველბერძნული კილოებია – დორიული, ფრიგიული, ლიდიური (მხარეების – დორიდის, ფრიგიის, ლიდიის სახელწოდებათა მიხედვით). ტეტრაქორდების გადაადგილებით წარმოიქმნებოდა ჰიპერკილოები და ჰიპოკილოები.