სინთეზური ალმასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 13 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალმასი სინთეზური – ხელოვნური ალმასი, რომელიც მიიღება გრაფიტისაგან მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. გამჭვირვალობა დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე, ხშირად არის გაუმჭვირი ან ნახევრად გამჭვირვალე, ფერი – შავიდან თეთრამდე. კრისტალის ხაზოვანი ზომები 1-2 მმ. აქვს ბუნებრივი ალმასის სტრუქტურა და თვისებები. არსებობს ჩვეულებრივი, ამაღლებული და მაღალი სიმტკიცის. გამოიყენება აბრაზიული ინსტრუმენტების დასამზადებლად, დამყვანი და მისახეხი სამუშაოებისათვის, აგრეთვე სამკაულების მოსართავად.