პეტრუშკა (თოჯინების თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 21 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პეტრუშკა – (რუს. Петрушка), ძველებური რუსული ხალხური თოჯინების თეატრი, ჩვეულებრივ მოხეტიალე. სახელწოდება მომდინარეობს წარმოდგენის მთავარი მოქმედი პირის (სცენისზედა, ან ხელით სათამაშო თოჯინის) სახელიდან. სატირული ან იუმორული ხასიათის პიესები, რომლებშიც პუტრუშკა მონაწილეობს, ცნობილია XVII საუკუნიდან. ეს პიესები შედიოდა სკომოროხების რეპერტუარში. წარმოდგენები იმართებოდა ბაზრობებზე, მოედნებზე, ეზოებში. ერთი მსახიობი ათამაშებდა თოჯინებს (პეტრუშკა), ბოშა-გამყიდველი, კაპრალი, ეშმაკი და ა.შ.) და ლაპარაკობდა (იყენებდა ე.წ. ზუზუნას), მეორე კი გუსლზე, სალამურზე, უფრო გვიანდელ ხანაში – არღანზე უკრავდა და ასეთ მუსიკალურ თანხლებას უკეთებდა მოქმედებას.