თეატრალური კოსტიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:31, 21 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თეატრალური კოსტიუმი – მსახიობის სასცენო ჩაცმულობა. გარდა ტანსაცმლისა, თეატრალურ კოსტიუმში შედის მისი ატრიბუტები (რეკვიზიტი), ფეხსაცმელი, აგრეთვე გრიმი, ვარცხნილობა (პარიკი), სამკაულები, ზოგჯერ ნიღაბიც. თეატრალური კოსტიუმი ხელს უწყობს სცენური სახის შექმნას, სცენური პერსონაჟის სოციალური, ისტორიული, ეროვნული, ასაკობრივი და სხვა თავისებურებების, აგრეთვე, მისი შინაგანი ბუნების, ხასიათის განსაზღვრა-წარმოჩინებას.