ტემპი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 24 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტემპი – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო), მოძრაობის, სიჩქარის, სისწრაფის ხარისხი, მეტრული ერთეულების მოძრაობის სიჩქარე. ტემპი განსაზღვრავს აბსოლუტურ სიჩქარეს, რომლითაც სრულდება მუსიკალური ნაწარმოები; განსხვავდება შეფარდებითი სიჩქარისაგან, რომელიც რიტმულ შეფარდებაზეა დამოკიდებული.