ჩრდილების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 24 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილების თეატრითეატრის ერთგვარი სახეობა, რომელშიც სცენას ცვლის გაპოხილი ქაღალდის ან ქსოვილის ეკრანი, ხოლო მოქმედი პირებია თოჯინების ბრტყელი ფიგურები, რომლებიც სინათლის წყაროსა და ეკრანს შორის იმყოფებიან, ანდა უშუალოდ ეკრანზე არიან მიდებულნი.

ჩრდილების თეატრის შესახებ პირველი ცნობები შემონახულია XI საუკუნეში განსაკუთრებით განვითარდა იგი ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში; აქედან გავრცელდა სპარსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში.

ევროპაში ჩრდილების თეატრი XVII საუკუნეში შემოვიდა იტალიიდან, როგორც საბაზრო გასართობი სანახაობა. ჩრდილების თეატრის ფიგურებს მართავს მეთოჯინე, მათზე მიმაგრებული ხის ჩხირების მეშვეობით.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები