ცვლადი ფუნქციები (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:07, 24 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცვლადი ფუნქციები, მეორადი ფუნქციები – კილოს ტონების ან აკორდების ფუნქციონალური მნიშვნელობის დროებითი ცვლილება. განისაზღვრება მათი დაქვემდებარებით კილოს დამხმარე საფეხურებისადმი, რომელიც დროებითი ტონიკის ფუნქციას კისრულობს. კილოტონალობის ნებისმიერი მაჟორული ან მინორული სამხმოვანების დროებითი ტონიკურობა არ ხსნის ძირითადი ტონიკის, როგორც კილოს მთავარი ტონალური ცენტრის მნიშვნელობას. საბოლოო ჯამში მასვე ექვემდებარება ყველა დროებითი ტონიკა.