ესთეტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:19, 27 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესთეტიკა - (ბერძნ. aisthetikos გრძნობადი), ფილოსოფიის დარგი. იგი შეისწავლის სილამაზის კანონზომიერებებსა და ესთეტიკურ ფასეულობათა ყველა სიმდიდრეს, რასაც კი ადამიანი მის ირგვლივ მყოფ სამყაროში პოულობს, რასაც ქმნის თავისი პრაქტიკული შემოქმედების წყალობით და რაც აისახება ხელოვნებაში. მაგრამ ესთეტიკა ჩვენ წინაშე წარმოსდგება არა მარტო როგორც სილამაზის ფილოსოფია, არამედ კიდევ როგორც ხელოვნების ფილოსოფია, რომელიც შეისწავლის ხელოვნების არსს, მხატვრული მეთოდის პრობლემებს, ესთეტიკურ აღზრდას, მხატვრულ შეფასებასა და მხატვრულ გემოვნებას.