გობი (ჭურჭელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:58, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

გობი − თეფშის მსგავსი და დიდი ზომის სამზარეულო ჭურჭელი. ერთიანი ხისგან გამოთლილი მრგვალი ფორმის ხის ჭურჭელი, რომელიც რძისა და კაიმაღის დასასხმელად ანდა სხვა სითხისათვის, ასევე, ცომის მოსაზელად გამოიყენებოდა. გობის ასევე იყო მარცვლეულის დასარჩევი საშუალება, რითაც მარცვლეულის გარჩევა ხდებოდა.

გობი, როგორც საზომი ერთეული, XVI-XVII საუკუნეებიდან ოდიშშიც იჩენს თავს. მასში თვრამეტი კილოგრამი მარცვლეული ეტეოდა.




Logo1.JPG გობი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

  • ჩიტაია. 2001:212;
  • დავითაძე. 1974: 69;
  • შამილაძე, 1969:132 139, 145;
  • მგელაძე, 1989:44;
  • ქართული ეთნოლოგიური... 2009:105.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები