გორული ატამი
აიდინოვის – ატმის ჯიში. (სინონიმი: გორული ატამი). ატმის ამ ჯიშის წარმოშობა არ არის გამორკვეული. საქართველოს რაიონებში არ არის ფართოდ გავრცელებული. გვხვდება გორის რაიონში: გორის, სკრისა და ხიდისთავის რაიონებში – ცალკეული ხეების სახით.
ამ ჯიშის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ნაყოფის კარგი სიმსხო, მისი კარგი გემო, ხის ძლიერი ზრდა და საღი ფოთოლი. კარგი საკამპოტე ჯიშად ითვლება, მწიფდება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან.
ხე
ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, მაღალი შენების უხვშეფოთლილი ვარჯით. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, ოთხი თირკმლისებრი ჯირკვალით. გარეგნულად ხე „ხიდისთაურ თეთრი“–ს ხეს წააგავს.
ნაყოფი
ნაყოფი მსხვილია (7,0X7,2X7,3 სმ). მრგვალი ფორმის, ნაყოფის ზედაპირი ბორცვიანია. ნაყოფი ბოლოვდება კარგად გამოხატული ნისკარტით. ნაყოფის ფუძე ვიწროა, ღრმა და ვიწრო ღრუთი. ღარი ნაყოფზე სუსტად არის გამოხატული. ნაყოფის კანი სქელია, მომწვანო–თეთრი ფერის, მზის მხარეზე წითლად შეფერილი. შებუსვა ხშირი, მაგრამ მოკლე აქვს. ნაყოფის ხორცი თეთრი ფერის, მკვრივი კონსისტენციის, ძლიერწვნიანი, ტკბილი, სურნელოვანი, სასიამოვნო მჟავეობით. სახრავია. კურკა საშუალო ზომისა აქვს.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;