რაუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:26, 2 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რაუსი — (გერმან. – raus). „ბალაგანის“ შენობის გარე აივანი. რაუსიდან იწვევდნენ საზოგადოებას წარმოდგენაზე.
წარმოდგენის მონაწილენი რაუსზე ტრიუკებს ასრულებდნენ და ისე ეპატიჟებოდნენ მაყურებელს. მთავარი პერსონაჟი იყო მეპატიჟე-კლოუნი (პაპა), რომელიც აქებდა პროგრამას, ასრულებდა სატირულ მონოლოგებს, მახვილსიტყვაობაში ეჯიბრებოდა მაყურებლებს. დიდ ცირკებში რაუსის ნაცვლად აწყობდნენ კავალკადს.