სათვალე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:33, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათვალე

სათვალეოპტიკური ხელსაწყოს სახეობა ადამიანის მხედველობის კორექციისათვის ან თვალის დასაცავად სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისგან.

მისი ძირითადი ნაწილებია: ლინზები, ჩარჩო, საყურეები, ძგიდე, ცხვირმისაბჯენი და სახსრები.

არსებობს სათვალის სახეები: ბიფოკალური, დამცავი, დამცავი სამშენებლო, დამცავი სამედიცინო, დამცავი საშემდუღებლო, ლორნეტი, მონოკლი, ოპტიკური, პენსნე, პერფორაციული, პრიზმული, საკითხავი, საცურაო, სტერეოფილმების საყურებელი, ტრანსფორმერული, უნივერსალური, ფერადი, ცილინდრული და სხვა.


==წყარო==

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები