ოპტიკური ხელსაწყოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპტიკური ხელსაწყოები - ხელსაწყოები, რომლითაც ობიექტების გამოსახულების მიღება ოპტიკური სისტემების (ლინზები, პრიზმები, სარკეები და სხვა) მეშვეობით ხდება.
ოპტიკური ხელსაწყოების ძირითადი ნაწილებია ობიექტივი და ოკულარი. მათი მახასიათებლებია: გადიდება, მხედველობის არე, შემავალი და გამომავალი გუგები, გამომავალი გუგის დაშორება, შუქ-ძალა, მკაფიოობის უნარი, სტერეოსკოპიულობა, პერისკოპიულობა.
ოპტიკური ხელსაწყოები იყოფა: თვალთვალის, კუთხეების და მანძილის საზომ ხელსაწყოებად (ბინოკლი, პერისკოპი, სტერეომილი, ტეოდილიტი, ბუსოლი, მანძილმზომი და სხვა); სამიზნეებად და კოლიმატორებად; სანავიგაციო და ფოტოგრაფიულხელსაწყოებად (ფოტოაპარატები, ფოტოტელეოდოლიტებიდა სხვა).