ჩიკაგური სტილი (ჯაზი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩიკაგური სტილი – „თეთრი ჯაზის“ დაკვრის სტილი, რომელიც ჩაისახა ჩიკაგოში ოციანი წლების დასაწყისში, ხოლო მოგვიანებით გასცდა ჩიკაგოს ფარგლებს. „ჩიკაგური სტილი“ წარმოადგენს შუალედურ სტადიას ტრადიციულ ჯაზსა და სუინგს შორის. მასში თანდათანობით გამოცალკევდა ჯგუფური დაკვრა (სპილენძის ჯგუფი, საქსოფონები). ერთობლივი იმპროვიზაცია ადგილს უთმობს სოლო იმპროვიზაციას. იცვლება საკრავებიც: კორნეტისტები უფრო და უფრო ხშირად უკრავენ საყვირზე, ტუბა იცვლება კონტრაბასით, ბანჯო – გიტარით, თანდათანობით ორკესტრში მკვიდრდება საქსოფონი და ფორტეპიანო.