ნაბელიანთ საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაბელიანთ საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეს ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,2X6,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი, დარბაზი 1 მ სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე – თითო სწორკუთხა ნიში. წყვილი პილასტრით დარბაზის გრძივი კედლები თითქმის ორ ტოლ ნაწილად იყოფა.