სარეცხელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 9 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარეცხელა – აპარატი, რომელიც გამოიყენება გაზის ნარევიდან მყარი (მტვერი, ფისი და სხვ.) და გაზისებრი (გოგირდწყალბადი, ამიაკი და სხვ.) მინარევების დასაჭერად. სარეცხელა არის: ღრუ საცმის გარეშე, რომლებშიც მინარევების დაჭერა ხდება გაფრქვეული სითხით; საცმით (კერამიკული ან ფაიფურის რგოლებით), გაზისა და სითხის მიმხების ადგილზე განვითარებული ტენიანი ზედაპირის შექმნისათვის და მექანიკური, რომელშიც გაზებთან მშთანთქავი სითხის შერევა ხორციელდება მბრუნავი ნიჩბებით. მასში მშთანთქავის დაშლა მიმდინარეობს ზევიდან ქვევით მოძრაობისას, ხოლო გაზი ამ დროს მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით.