სართულიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 9 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სართულიანობამიწისზედა სართულების რაოდენობა, მათ შორის ტექნიკური სართული, მანსარდი, აგრეთვე ცოკოლის სართული, თუ მისი ჭერის ნიშნული მიწის საპროექტო ნიშნულზე 2 მ-ით და მეტით მაღლაა. სართულიანობა მიხედვით შენობები არსებობს: მცირე, საშუალო, მრავალსართულიანი და ცათამბჯენები, რომელთა სართულიანობა შეიძლება 100 მ და მეტი იყოს. დღეისათვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი (162 სართული, სიმაღლე 829,8 მ შპილის ჩათვლით, 643 მ სახურავის მიხედვით) აშენებულია ქ. დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები