ბარბაქაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ბარბაქაძე

ბარბაქაძე დავით − (1966), მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი დაიბადა თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი „დათო ბარბაქაძის ჟურნალი”. 1994 წელს გამოსცა სალიტერატურო ჟურნალი „პოლილოგი” (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი „ლიტერატურა” (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2014 წლიდან არის თბილისის სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: „პოეზია და ფილოსოფია”, „ევროპული რომანტიზმი”, „ევროპული ლიტერატურული ავანგარდი” და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით „შედეგები”.

გეორგ თრაკლი, „ზაფხული”
თარგმნა დავით ბარბაქაძემ
მწუხრის ტყეში მიჩუმდება
გუგულის გვრინი.
დაიზიდება მძიმედ თაველი,
ალისფერი – იქვე – ყაყაჩო.
გორაკის თავს იმუქრება შავი ავდარი.
მინდვრად
ჭრიჭინას ძველი სიმღერა აღესრულება.
აღარ შრიალებს წაბლის ფოთოლი.
საცნაურია შენი კაბის შარიშური
ხვეულ კიბეზე. ბნელ ოთახში –
ოდენ სანთლის მკრთალი ციალი;
მას ვერცხლოვანი ხელი აქრობს;
უვარსკვლავო, ქარმშვიდი ღამე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები