გაგნიძე ნუგეშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაგნიძე ნუგეშა − (1966), პგერმანისტი, მთარგმნელი, პოეტი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა, შემდეგ − ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა). ცხოვრობს და მოღვაწეობს ქუთაისში, არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშესა და მე-20 საუკუნის გერმანელი ავტორების შემოქმედება. ნუგეშა გაგნიძე არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, ლექსების ერთი კრებულისა და 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ინგებორგ ბახმანის, იოზეფ ვაინჰებერისა, პაულ ცელანის, გიუნტერ გრასისა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებები.
- * * *
- ლექსი არ მინდა!
- არ გამაგონოთ!
- ულექსოდ ჯობდა ცხოვრება!
- პროზამ ლირიკა დაახრჩო!
- გადააგვარა მიმიკა
- პ ო ე ტ ი ს!
- ლექსი არ მინდა!
- ვის ელექსება დღეს!
- მოთქვამს და გოდებს
- ურითმო ზღაპრებს
- პ ო ე ტ ი!