გაგუა ხუტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაგუა ხუტა − (1935) პოეტი. დაიბადა სოფელ ბაბუშარაში (გულრიფში). პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1955 წელს. 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კურსები. 1974-1976 წლებში იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, სსრკ მწერალთა კავშირის ქართული ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის სამდივნოს კონსულტანტი. გამოცემული აქვს შემდეგი კრებულები: „კვირტების ფეთქვა” (1958), „მიწის სიმღერა” (1961), „ხმა იდუმალი” (1964), „გაზაფხულის მოახლოება” (1971), „გვიანი თოვლი” (1972), „თანაგრძნობა” (1977), ლირიკა (1988), ერთტომეული − ლექსები, პოემები (1994).
- * * *
- თუმცაღა მხიბლავს სხვა დანარჩენიც, _
- ყველა ფერიდან ცისფერს ვარჩევდი.
- ზღვასავით ღრმა და ცასავით ღია −
- იგი ფერია შენი თვალების,
- რომელთაც ერთდროს, ადრე თუ გვიან,
- ასე გულწრფელად შევებრალები.
- ოღონდ მანამდე, როცა ვინატრებ,
- სადაც ვინატრებ სითბოდ, იმედად,
- მომაგებებენ ცხოველ სინათლეს
- და დამიხსნიან ღამის მღვიმედან,
- რომ აზრი მისცენ ჩემს არსებობას,
- თუ გადმოგვხედა ღმერთმა ზემოდან.