თურმანიძე ხოსრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 9 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თურმანიძე ხოსრო – (XVI-XVII სს), პოეტი, ფირდოუსის „შაჰნამეს” ქართული ვერსიების − „როსტომიანის” − ერთ-ერთი მთარგმნელი ქართულ ენაზე. სვიმონ მეფის დავალებით უშუალოდ სპარსულიდან უთარგმნია „ბარზუნამეს” შემცველი ტექსტი. სულ გაულექსავს 972 სტროფი; გარდა ამისა, შეავსო სერაპიონ საბაშვილის მიერ გადმოღებული პირველი ნაწილი. ხოსრო თურმანიძის თარგმანი ზუსტია, მაგრამ მხატვრულად მდარეა (ამას არჩილ მეფეც აღნიშნავს).