ირმისტუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:39, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირმისტუჩა (ლათ. Hydnum repandum Fr. რუს. Ежовик выемчатый)
ქუდი – ჯერ ამობურცულია, შემდეგ – შუაში ჩაზნექილი, 4-10 სმ დიამეტრისა; ხშირად არასწორია; მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისფერია. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებული ეკლები ფეხის მიმართ დაღმავალია, მყიფე, მოვარდისფრო.
ფეხი – ექსცენტრულია, მოკლე, ცილინდრული, თეთრი ის მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერია.
სპორები – თითქმის სფეროსებრია, გლუვი ზედაპირით 7-8 მკმ, უფერული, იზრდება ნიადაგზე ნაძვნარებში, შერეულ და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ–შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი.