საშენი მასალები და ნაკეთობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშენი მასალები და ნაკეთობები – შენობა-ნაგებობების რემონტისა და მშენებლობის დროს გამოყენებული ბუნებრივი და ხელოვნური მასალები და ნაკეთობები.


საშენი მასალების ძირითადი სახეობებია:

  • ბუნებრივი ქვის საშენი მასალები და მათგან შექმნილი ნაკეთობები (ცალკეული ქვები, ღორღი, ქვიშა, გრანიტი, ტუფი, მარმარილო და სხვ.);
  • დიდი შემკვრელი მასალები – არაორგანული (ცემენტი, კირი, თაბაშირი და სხვ.) და ორგანული (ბიტუმი, ფისი და სხვ.);
  • ხელოვნური ქვის მასალები, ნაკეთობები და ანაკრები კონსტრუქციები (სამშენებლო კერამიკა, სილიკატური, მინის, ბეტონისა და რკინაბეტონის ნაკეთობები და სხვ.);
  • ხის მასალები და ნაკეთობები (კარისა და ფანჯრის ბლოკები, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილები, დახერხილი ხის მასალა, ფანერა და სხვ.);
  • ლითონის ნაკეთობები (მილი, რელსი, გაგლინული პროფილი და სხვ.); სინთეზური ფისები და პლასტმასები (ლინოლეუმი, მინაპლასტიკი, მინატექსტოლიტი, ფიჭაპლასტი, ქაფპლასტი და სხვა).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები