კაშმაძე შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 17 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაშმაძე შალვა — (1904 – 1955), მუსიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი. ფსევდონიმი — სილეორეან; დაიბადა სოფელ ბაშში (სამტრედია). 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, შემდეგ – თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი. ჰქონდა ბარიტონი და კერძოდ მეცადინეობდა ვოკალში; მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოში; იყო საქართველოს ფილარმონიის ლიტერატურული ნაწილის გამგე.