კიკნაძე ფილადელფოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიკნაძე ფილადელფოს − (1794 – 1832), 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. მშობლებმა 7 წლის ასაკში სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს. მისი ნათლობის სახელი ნიკიფორე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეარქვეს, ხოლო მონაზვნად კურთხევისას (1822 წელი) ეწოდა ფილადელფოსი. 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყვა რუსეთში. 1832 წლის აჯანყება სწორედ რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. მათ გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს შეთქმულების ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. ფილადელფოსი საქართველოში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „აკტი გონიური”, რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, წერდა ლექსებს საქართველოს მდგომარეობასა და სამშობლოს სიყვარულზე.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები