გრიზელის სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:03, 2 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრიზელის სინდრომი — გამოიხატება ანთებით და კისრის პათოლოგიური მოხრით რომელიმე მხარეს, რომელიც არატრავმული პათოლოოგიაა. ახასიათებს:
- — ანთებით ადენოპათიებს;
- — კისრის ფლეგმონებს;
- — საძილე არტერიის ანევრიზმას;
- — სპონდილიტს;
აუცილებლად უნდა ახლდეს ფებრილიტეტი, მტკივნეულობა ზედა სასუნთქი გზების საპროექციო არეში. გვხვდება 5-12 წლის ასაკის ბავშვებში. ასევე, პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც კუნთების ანთებითი პროცესი ვითარდება. მასტოიდექტომიის, ტონზილექტომიის, ადენოტომიის დროს, განვითარების დრო მერყეობს პირველიდან მე-6 დღემდე. დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ისმება. რადიოლოგიური კვლევა არაფერს აჩვენებს, თუმცა აბსცესის გამოვლენაში გვეხმარება.
მკურნალობა ითვალისწინებს ანტიბიოტიკოთერაპიას, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და მიორელაქსანტი პრეპარატების კომბინაციას. პროგნოზი აქვს კარგი.