ბრონქიალური ხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:50, 4 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრონქიალური ხე — ორი ძირითადი ბრონქი ერთმანეთისგან განსხვავდება აგებულებით. მარცხენა ბრონქი შედარებით ვიწროა, ვიდრე მარჯვენა და გულთან ახლო განლაგების გამო უფრო მახვილი კუთხით შედის ფილტვში, მარჯვენა ‒ შედარებით ბლაგვი კუთხით. ამ განსხვავებისა და მათზე მოქმედი გრავიტაციული ძალების გამო ტრაქეაში მოხვედრილი უცხო სხეული, როგორც წესი, მარჯვენა ბრონქში ხვდება.
ბრონქები
თითოეული ბრონქი იტოტება და ბრონქიალურ ხეს ქმნის, რომელიც შედგება 5 წილოვანი და 18 სეგმენტური ბრონქისგან. მიუხედავად იმისა რომ ყოველი შემდეგი განტოტება ბევრად უფრო წვრილია, ზედაპირის ფართობი, რომელზეც აირთა ცვლაა შესაძლებელი, იზრდება.
წყარო
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა