საბაშვილი სერაპიონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:24, 11 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბაშვილი სერაპიონ − (XV-XVI სს), წარმოშობით გრემისხევის (მთიულეთი) ბერი ყოფილა, იხსენიება კედელაურადაც. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეფე კონსტანტინე მეორისა (1478-1505) და მისი ძის ბაგრატ მუხრანბატონის (1512-1539) კარზე. უკვე ხანშიშესულს დაუწყია „როსტომიანის” ლექსად გაწყობა, საფუძვლად ჰქონია ქართული პროზაული ვერსია, რომლის დეფექტურობის გამო გამოუყენებია სპარსული ტექსტიც – თარგმნა დაახლოებით 4000 სტროფი.