საბაშვილი სერაპიონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბაშვილი სერაპიონ (კედელაური) – (XVI ს. პირველი ნახევარი), მთარგმნელი, მრევლთა თავი, ხევისბერი, მეფე კონსტანტინესა (1478- 1505) და ბაგრატ I მუხრანბატონის თანამედროვე და მათთან დაახლოებული პირი. „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების ცენტრალური ნაწილის - „როსტომიანის“ პირველი გამლექსავ-მთარგმნელი. მისი ძირითადი წყარო იყო ქართული პროზაული ვერსიები, რომლებიც მომდინარეობდა „შაჰ-ნამეს“ გვიანდელი (XIV-XV სს.) ჩანართებიანი ტექსტიდან. დაზიანებული ქართული ტექსტის შემთხვევაში მთარგმნელი იყენებდა სპარსულ ტექსტს. მიუხედავად „ვეფხისტყაოსნის“ მძლავრი გავლენისა, საბაშვილმა მოახერხა ორიგინალობის შენარჩუნება და სპარსული ეპოსის ქართულად მარჯვედ გარდათქმა.
ტექსტი
- „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიები. III, 1974.