სიხარულიძე ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 11 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიხარულიძე ნინო − (1962), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის 161-ე საშუალო სკოლა, 1984 წელს კი − თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წლიდან მუშაობდა: ჟურნალ „ცისკარში” სტილისტად, შემდეგ – საქტელეფილმში სასცენარო განყოფილების რედაქტორად, თანამშრომლობდა გაზეთებთან − „მესამე ნაპირი”, „საერთო გაზეთი” და ჟურნალ „ომეგასთან”. 1986-89 წლებში მონაწილეობდა სლავისტიკის სემინარებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ბულგარული ენის შესწავლის მიზნით. გამოცემული აქვს სამი კრებული: „მარადიული კარნავალი” (1986), „შორს” (1991~ და „ირიბი ბლუზი” (2007).