ღოღობერიძე ლანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე – დაიბადა 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში. თარგმანების ავტორი. საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1950 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1958 წელს კი – კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1953-1954 წლებში იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1958 წლიდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორი; 1982 წლიდან კინოსტუდია – „დროს“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 1983-1988 წლებში – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს პედაგოგი. არის რეჟისორი ფილმებისა: „გელათი“, „თბილისი 1500 წელი“, „ერთი ცის ქვეშ“, „მე ვხე დავ მზეს“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო – „უოლტ უიტმენი“, დაიცვა 1954 წელს. ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას, ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, რაბინდრანათ თაგორის, პოლ ვერლენის, ანა ახმატოვას, ბორის პასტერნაკის და სხვების ლექსები.

უოლტ უიტმენი
თარგმნა ლანა ღოღობერიძემ
შენს ლაღ სიმღერას
ჩრდილოეთის ცივ უდაბნოში
მე გაკვეთილად ვაღიარებ, ობოლო ჩიტო,
ამიერიდან მეც ღიმილით შევეყრები
გამყინავ ქარებს,
მსუსხავ სიცივეს, მისუსტებულ მაჯისცემას,
დაფანტულ ფიქრებს.
ამ შეთოვლილ თმებს, უღონობას, უილაჯობას,
ზამთრის ტყვეობას – ჩემს სიბერეს
(ო, რა სიცივე, რა სიცივე მესტუმრა უცებ;
მე შენი რწმენით აღვივსები, ობოლო ჩიტო,
სამარადჟამოდ.
და მე ვუმღერებ განა მარტო სიჭაბუკეს,
ზაფხულის სითბოს და ტალღების
მხიარულ ჩქაფუნს, –
ყინულთა შორის მომწყვდეული,
დატყვევებული და უმოძრაო,
მე პირქუშ ღრუბლებს – წლებით მოტანილს
გასხსნილი გულით ვეტყვი სიმღერას.


სამუშაო გამოცდილება
  • კინორეჟისორი.
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი;
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“, ფრაქცია „ლიბერალების“ თავმჯდომარე.
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1999-2005).

პრემიები
საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.

სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები